ცოტა ხნის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის 26-კაციანი სია დაასახელა.
სიაში ვერ მოხვდა დონეცკის შახტარის მცველი ირაკლი აზაროვი, რომელიც უკრაინის ჩემპიონი გახდა.
"ამ პოზიციაზე გვყავს ლევან შენგელია, რომელმაც მარტის თამაშებში ბრწყინვალედ ითამაშა და გვყავს გიორგი წიტაიშვილი.
ეს გადაწვეტილება ჩემთვის ყველაზე რთულად მისაღები იყო, თუმცა შენგელია და წიტაიშვილი ორივე ნაკრებში გამოძახებას იმსახურებდა და ამ პოზიციაზე 3 ფეხბურთელს ვერ გამოვიძახებდი.
ვფიქრობ, ის 26 ფეხბურთელი, რომელიც გამოვიძახე, ამ დროისთვის ოპტიმალურია საქართველოს ნაკრებისთვის", - განაცხადა სანიოლმა.