მოგეხსენებათ, მთელი თამაში პარიზელები უტევდნენ, ბოლოს კი ლივერპულს ერთი რეალური მომენტი ჰქონდა და გამოიყენა.
შეხვედრა პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა სერჟ ორიემ შეაფასა და იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა გააკრიტიკა.
"მთელი თამაში მხოლოდ ერთი ბურთი უნდა აეღო და ისიც ვერ აიღო", - ასეთი შეფასება გაუკეთა ორიემ გოლის ეპიზდოს.
შეგახსენებთ, რომ სერჟ ორიე პარიზული გრანდის რიგებში 3 წლის განმავლობაში თამაშობდა.








