ერთა ლიგის B დივიზიონში დასარჩენი პლეი-ოფი — საქართველოს მეტოქე ცნობილია

დღეს გამართულ წილისყრაზე გაირკვა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე — სომხეთი იქნება ის გუნდი, რომელსაც ვილი სანიოლის გუნდი ორმატჩიან დუელში დაუპირისპირდება. ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას გასვლაზე ჩაატარებს, კერძოდ 20 მარტს, მეორე მატჩს კი 23 მარტს სახლში ვითამაშებთ. ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვება თუ სანიოლის გუნდს დარჩა, საქართველო B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.
პლეი-ოფის პირველ მატჩს ვილი სანიოლის გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდება. ჩეხეთთან მიღებული ყვითელი ბარათების გამო, პირველ თამაშს გამოტოვებენ გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია.
ფოტო: Nakrebi.ge







