ერთა ლიგა: რონალდუს 133-ე სანაკრებო გოლი და ახალი რეკორდი

დღის მთავარი შეხვედრა ვარშავაში ჩატარდა, სადაც პორტუგალია პოლონეთს ესტუმრა, მეტოქე 3-1 დაამარცხა და 9 ქულით ჯგუფში ლიდერობა განიმტკიცა.
აღნიშნულ შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ 133-ე სანაკრებო გოლი გაიტანა და ახალი რეკორდიც დაამყარა — ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 100 მატჩი მოიგო.
დაძაბული მატჩი გაიმართა მურსიაში, სადაც ესპანეთმა დანია მიიღო და გამარჯვებულის ბედი მატჩის მიწურულს გატანილმა გოლმა გადაწყვიტა. 79-ე წუთზე დანიის კარი ზუბიმენდიმ აიღო და ესპანეთს 3 ქულა მოიპოვა.
სათამაშო დღის ყველა მატჩის შედეგები:
A დივიზიონი:
ხორვატია 2-1 შოტლანდია
პოლონეთი 1-3 პორტუგალია
სერბეთი 2-0 შვეიცარია
ესპანეთი 1-0 დანია
C დივიზიონი:
ლიეტუვა 1-2 კოსოვო
ბულგარეთი 0-0 ლუქსემბურგი
ბელარუსი 0-0 ჩრდილოეთ ირლანდია
კვიპროსი 0-3 რუმინეთი







