საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ემპოლის 20 წლის ცენტრალური მცველი საბა გოგლიჩიძე ევროპის მასშტაბით, ტოპ 5 ლიგაში ნაჩვენები შედეგით, საუკეთესოთა შორის მოხვდა — საუბარია 21-წლამდე ცენტრალურ მცველებს შორის, ე.წ. წინ (შეტევაში) გაკეთებულ პასებზე.
უფრო კარგად, რომ განვმარტოთ ეს ტერმინი, საბა გოგლიჩიძე საკუთარი გუნდის შეტევებს საკმაოდ ხშირად იწყებს, შესაბამისად, ემპოლი დაცვიდან შეტევაში ხშირად ქართველი ფეხბურთელის პასით გადადის — გოგლიჩიძე ამ ყველაფერს 0.44 სიზუსტით აკეთებს. ამ შედეგით ახალგაზრდა ფეხბურთელი ტოპ 5 ლიგაში, მეხუთე ადგილს იკავებს.
გთავაზობთ ტოპ 5 ფეხბურთელს (21-წლამდე), რომელსაც ყველაზე კარგი "Forward pass" აქვს:
1. ელ ჩადაილე ბიშიაბუ - 0.5 (ლაიფციგი);
2. იარეკ გასიროვსკი - 0.45 (ვალენსია);
3. ნათან ზეზე - 0.45 (ნანტი);
4. დინ ჰაუსენი - 0.45 (ბორნმუთი);
5. საბა გოგლიჩიძე - 0.44 (ემპოლი).