პრედრაგ მიატოვიჩმა მადრიდის რეალს კილიან მბაპე - ვინისიუს ჟუნიორს შორის მხოლოდ ერთის დატოვება ურჩია. ვეტერანი მონტენეგროელი ფორვარდის თქმით, ორივე ვარსკვლავის ყოლა "სამეფო კლუბს" მომავალში სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.
"ჩემი აზრით, რეალი მბაპე - ვინისიუსს შორის ერთ-ერთის გაყიდვაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. ეს საკითხი ახალი მწვრთნელის გარეშე არ უნდა გადაწყდეს. უდიდესი შეცდომა იქნება არსებულ პრობლემებზე თვალის დახუჭვა და ორივე მათგანის დატოვება. მადრიდში ცვლილებებია საჭირო.
უკვე ორი წელია, რაც "სამეფო კლუბი" რჩება ტიტულების გარეშე და გულშემატკივრები წარუმატებლობებში ადანაშაულებენ მწვრთნელებს, რაც არასწორია. თავიდანვე ვთქვი, რომ პრობლემა მოთამაშეებში იყო", - განაცხადა სანტიაგო ბერნაბეუს მკვიდრთა ექს-ფორვარდმა.








