როგორც მოგეხსენებათ, ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს, თვის საუკეთესო გოლს კი გულშემატკივარი გამოკითხვის შედეგად ავლენს.
ჩვენი ვერსიით, მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დინამო ბათუმის ალბანელი ნახევარმცველი უერდი მარა დასახელდა.
მარამ მაისში ყველა მატჩი 90 წუთი ითამაშა, ერთი გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ბათუმელთა წარმატებულ მატჩებში მან დიდი წვლილი შეიტანა.
კერძოდ, მაისში აჭარულმა კლუბმა 7 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 4 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა, ერთი კი წააგო.

რაც შეეხება თვის საუკეთესო გოლს, გამოკითხვის შედეგად, გულშემატკივრებმა მაისის თვის საუკეთესო გოლად რუსთვის ფეხბურთელი, ნიკოლოზ ჩიქოვანი დაასახელეს.


![[VIDEO] ლიონელ მესის ჰეთ-თრიქით დამწუხრებული ზინედინ ზიდანი](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2Fv4seYCmAMlWGfrNvJtl6r0jUgNymoSzq.png&w=3840&q=75)









