ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ცენტრალური შეხვედრა თბილისში შედგა, სადაც იბერიამ გორის დილას უმასპინძლა. მოგეხსენებათ, ეს ორი გუნდი გათამაშების ლიდერია.
გორელებმა პირველი ტაიმი უნაკლოდ ჩაატარეს, სამი გოლი გაიტანეს და კომფორტული უპირატესობა შეიქმნეს. მეორე ნახევარში გუნდმა თავი კარგად დაიცვა და საბოლოოდ 1:4 მოიგო.
ამ შეხვედრამდე ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართა. დინამო თბილისი სამტრედიას ესტუმრა და მიუხედავად რამდენიმე მცდელობისა, გოლი ვერ გაუტანა. თამაში უგოლოდ დასრულდა.
მორიგი მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა სამგურალმა. წყალტუბოელებმა უშუალო კონკურენტი, გაგრა, შინ 2:0 დაამარცხეს.
ხვალ, ტურის კიდევ ორი მატჩი გაიმართება, თელავი კოლხეთს უმასპინძლებს, ტორპედო კი - დინამო ბათუმს.