ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ერთმანეთს პსჟ და ლივერპული დაუპირისპირდებიან. მატჩის წინ კომენტარი მერსესაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა არნე სლოტმა გააკეთა.
"საფრანგეთის ლიგა საკმაოდ მაღალი დონისაა. ფრანგული გუნდების წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და ვიცი, თუ რა დოენზე არიან ისინი.
ლუის ენრიკე პსჟ-ში დიდებულ სამუშაოს ასრულებს. ვფიქრობ, წელს პსჟ უკეთესი გუნდია, ვიდრე გასულ სეზონში იყო.
მისგან კარგი კომპლიმენტი მივიღეთ, როცა თქვა, რომ ლივერპული ევროპაში საუკეთესო კლუბიაო, თუმცა ჩემი აზრით, ევროპაში საუკეთესო გუნდი ისაა, ვინც ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ ეს მოცემულობა მივიღეთ და ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ", - განაცხადა სლოტმა.