შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო ანგარიში 50-ე წუთზე ვალვერდემ საჯარიმო დარტყმით გახსნა. 88-ე წუთზე ბრაჰიმ დიასმა სხვაობა ორამდე გაზარდა, 96-ე წუთზე კი ენდრიკმა სამეფო კლუბის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, რეალს 4 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო ვალიადოლიდი 3 ქულით მე-8 პოზიციას იკავებენ. შემდეგ ტურში სამეფო კლუბი ლას პალმასს ესტუმრება, ვალიადოლიდი კი ლეგანესს უმასპინძლებს.




![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)







