პრემიერ ლიგის მე-9 ტურის დასკვნითი მატჩი გაიმართა ემირეითსზე, სადაც ერთმანეთს არსენალი და ლივერპული დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული მატჩი, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს. შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა.
არსენალის მხრიდან თავი ბუკაიო საკამ და მიკელ მერინომ გამოიჩინეს, ლივერპულიდან კი ვირჯილ ვან დაიკმა და მო სალაჰმა შეძლეს დავიდ რაიას კარის აღება. გატანილი გოლების გარდა, გუნდებმა არაერთი საგოლე მომენტის შექმნა მოახერხეს.
მიკელ არტეტას გუნდმა ამ მატჩის შემდეგ 18 ქულა მოაგროვა და მე-3 პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება არნე სლოტის გუნდს, ლივერპულმა 22 ქულას მოუყარა თავი და მეორე პოზიციაზე დარჩა.