სუპეთასის მატჩის წინ ჟურნალისტების კითხვებს მადრიდის რეალის ფეხბურთელებმა - დანი კარვახალმა და ფედე ვალვერდეს უპასუხეს.
დანი კარვახალი: "რამდენიმედღიანი დასვენება კარგი იყო, ელემენტები დავტენეთ და ახლა რეალთან ერთად ახალი ტიტულები უნდა მოვიგოთ. სეზონის წარმატებულ სტარტში ევროპის ჩემპიონობაც ძალიან დამეხმარება.
უნდა გავაანალიზოთ, რომ სუპერთასზე ატალანტას სახით ძლიერი მეტოქე გვყავს. მათ ლივერპულს მოუგეს და ფინალში დაუმარცხებელი ლევერკუზენი დაამარცხეს, ამიტომ ჩვენც რთული მატჩი გველის.
შანსი მაქვს, ბოლო 2 თვეში მესამე ტიტული მოვიგო. ბედნიერი ვარ, ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა, რათა მომავალში კლუბთან და ნაკრებთან ერთად კიდევ ბევრ წარამტებას მივაღწიო."
ფედე ვალვერდე: "გასული სეზონი წარმატებით დავასრულეთ, ახალი სეზონი კი ტიტულით უნდა დავიწყოთ. რეალს წელს საოცარი შემადგენლობა ჰყავს. კროოსის წასვლა ჩვენთვის დიდი დანაკლისია, თუმცა მაინც დიდებული შემადგენლობა გვყავს და ეს თამაშში გამოჩნდება.
მბაპე საოცარი ფეხბურთელია, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მოხარული ვარ, რომ რეალში თამაშობს. ჩვენ შეგვიძლია გუნდთან ერთად ბევრი ტიტულის მოგება".