სულ რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ სანდრო ტონალი, მას შემდეგ რაც ნიუკასლში გადაბარგდა, ფსონების განთავსებას ინგლისშიც აგრძელებდა. თუ ფეხბურთელმა სასამართლოში საწინააღმდეგო ვერ დაამტკიცა, დიდი ალბათობით, მისი სასჯელი გახანგრძლივდება. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ნიუკასლის მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰაუმ გააკეთა:
"ჯერ არ ვიცით 10-თვიანი დისკვალიფიკაცია გახანგრძლივდება თუ არა. იმედს დავიტოვებ, რომ ეს ასე არ მოხდება. ამ მომენტისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ გვაქვს, რა შეიძლება მოხდეს უახლოეს პერიოდში.
სანდრომ ძალიან მძიმე პერიოდი გაიარა, მას დახმარება სჭირდებოდა და ჩვენ მოგვმართა ამასთან დაკავშირებით. მან აღიარა რომ დიდი პრობლემა ჰქონდა.
ძალიან იმედგაცრუებული ვიქნები, თუ დისკვალიფიკაცია გახანგრძლივდება. სანდროს ავადმყოფობა აქვს და ეს ავადმყოფობა არ შეწყვეტილა, როცა იტალიიდან ინგლისში გადმოვიდა. მას უნდა დავეხმაროთ და არ უნდა დავსაჯოთ, ეს სანდროს არ დაეხმარება."