ბუნდესლიგა 2-ის ტურის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა კარლსრუესა და შალკეს შორის, მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
კარლსრუეს ქართველმა თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ მორიგი საოცარი მატჩი ჩაატარა და მისმა გუნდმა სწორედ ბუდუს გოლით მოიგო.
ზივზივაძემ ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს გახსნა, საბოლოო ანგარიში კი 73-ე წუთზე დააფიქსირა, რის შემდეგაც, ბუდუ შეცვალეს და კარლსრუეს გულშემატკივარმა ის აპლოდისმენტებით გააცილა.
5 ტურის შემდეგ, კარლსრუეს 13 ქულა აქვს და ცხრილის სათავეშია, ზივზივაძე 6 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.