იტალიის თასის 1/32 ფინალში გამართული შეხვედრა ფროსინონესა და იუვე სტაბიას შორის, ფროსინონეს გამარჯვებით 4:1 დასრულდა.
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ფროსინონეს ქართველი შემტევი გიორგი კვერნაძე გახდა, რომელიც საკმაოდ შედეგიანი იყო.
მე-20 წუთზე კვერნაძემ გოლი გაიტანა, 28-ე წუთზე საგოლე გადაცემა მიითვალა, 71-ე წუთზე კი დუბლი გაიფორმა და თავისი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.












