დღეს სუპერლიგის მორიგი მატჩი სპორტის სასახლეში გაიმართა, სადაც ბლექ ფორტრესმა გორის ივერიონს უმასპინძლა. დღევანდელ შეხვედრაში მაყურებლებმა დუაით ჰოვარდის დებიუტი იხილეს — ამერიკელმა ლეგენდამ ბლექ ფორტრესის მაისური პირველად მოირგო.
მატჩი საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, საბოლოოდ კი გამარჯვება სტუმარ გუნდს დარჩა. გიორგი ჩაჩხიანის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა მატჩის მიწურულს საკმაოდ კარგი პერფორმანსი აჩვენა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა, 75:70.
ჰოვარდმა პარკეტზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 7 მოხსნა, 3 დაფარება და 1 პასი დააგროვა.
ფოტო: Georgian Superleague • ქართული სუპერლიგა.
მატჩის მიმოხილვა











