მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ვინსენტ კომპანიმ რეკორდმაისტერის სატრანსფერო გეგმები განიხილა და დაასახელა 3 ფეხბურთელი, რომელიც გუნდს ამ ზაფხულს დატოვებს.
პორტუგალიელი ჟოაო პალინია, ნიდერლანდელი საშა ბოეი და ესპანელი ბრაიან სარაგოსა - ეს იმ მოთამაშეების ჩამონათვალია, რომლებსაც უკვე შეატყობინეს, რომ ახალი კლუბის პოვნა მოუწევთ.
"ვფიქრობ, კლუბის მხრიდან ფეხბურთელისადმი გულწრფელობა და პირდაპირი კომუნიკაცია აუცილებელია. როცა ფეხბურთელი ვიყავი, ამას ხელმძღვანელობისგან ყოველთვის ვაფასებდი.
რთული გადაწყვეტილების მიუხედავად, ამ ფეხბურთელების მიმართ პატივისცემას არ დავიშურებთ და სანამ ბაიერნის ფეხბურთელები არიან, ბოლომდე გვერდში დავუდგებით.
სატრანსფერო ფანჯარა გრძელია და შეიძლება ყველაფერი მოხდეს. ახლა ჩვენი მთავარი მიზანი გუნდის გაწვრთნა და ახალი სეზონისთვის მზადებაა", - განაცხადა კომპანიმ.











