რაფაელ ვან დერ ვაარტმა გაიხსენა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი მოვლენები, სადაც ნიდერლანდებმა ნახევარფინალში რუსეთთან სენსაციურად 1:3 წააგეს. მადრიდის რეალის ექს-ფლეიმეიქერმა იეჭვა სლავების მიერ დოპინგის მოხმარება, რასაც დაეთანხმა მისი თანამემამულე, უესლი სნეიდერიც.
"ბაზელში იყო 40-გრადუსიანი სიცხე და უმძიმესი 90 წუთის შემდეგ, დაღლილები კი არა, განადგურებულები ვიყავით. დაიწყო დამატებითი დრო და რუსეთის ეროვნული გუნდის მოთამაშეები დარბოდნენ ისე, თითქოს მოედანზე ახალი გამოსულები იყვნენ. ჩვენ არ შეგვიძლია ამაზე საუბარი, მაგრამ მაინც, სლავებთან მჭიდროდ დაკავშირებული დოპინგის თემა მახსენდება.
ეს ეჭვები არც თუ ისე უსაფუძვლოა. წარმოიდგინე, გვაპრესინგებდნენ დამატებით დროშიც და როდესაც ვფიქრობდი, რომ დაიღლებოდნენ, არშავინი სწორედ მაშინ იწყებდა სირბილს, ისე თითქოს შეხვედრა ახალი დაწყებული იყო", - განაცხადა ნიდერლანდელმა ექს-ფლეიმეიქერმა.


![[VIDEO] "ლიონელ მესი? შემდეგი კითხვა“ — რონალდუმ არგენტინელზე საუბარი არ ისურვა](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FFVGgWchi79QbGYQxtAMUBtq2rydxUDz0.png&w=3840&q=75)









