ლეგენდარულმა პეტრ ჩეხმა მეკარისთვის აუცილებელი მთავარი თვისება დაასახელა. ვეტერანმა კარის დარაჯმა ბურთის მოგერიება დააყენა ფეხით თამაშზე წინ და მაგალითისთვის მოიყვანა მანჩესტერ სიტის გოლკიპერის, ჯიჯო დონარუმას პერფომანსი არსენალთან.
"გუნდის გამარჯვებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს მეკარის მოგერიებები და არა გადაცემები. შენ იგებ მატჩს, როდესაც აკეთებ სეივებს, მაგრამ საჯარიმოში პასის გაკეთებას ასეთი წონა არ აქვს. მაგალითისთვის მინდა მოვიყვანო დონარუმა, რომელიც ფეხით არც ისე კარგად თამაშობს. არსენალთან შეხვედრაში ჯიჯოს შეცდომაც ვნახეთ.
შეიძლება ითქვას, რომ იტალიელმა მეკარემ ლონდონურ გუნდს აჩუქა გოლი, თუმცა მოგვიანებით, თავისი მოგერიებებით მან სიტის გამარჯვება მოუტანა. დიახ, როცა თამაშობ ფეხით, უფრო ჩართული ხარ პროცესში, მაგრამ სეივები უფრო მნიშვნელოვანია", - განაცხადა ჩეხმა ექს-გოლკიპერმა.








