პრემიერ ლიგის 31-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი ლონდონში გაიმართა, სადაც ერთმანეთს ფულემი და ჩემპიონობის მაძებარი ლივერპული დაუპირისპირდნენ. მაყურებელმა 90 წუთის განმავლობაში საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება მასპინძელ გუნდს დარჩა. მარკო სილვას ბიჭებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული 3 ქულაც მოიპოვეს.
ფულემიდან თავის გამოჩენა რაიან სესენიონმა, ალექს ივობიმ და როდრიგო მუნიზმა მოახერხეს. რაც შეეხება ლივერპულიდან გოლების ავტორებს, ალექსის მაკ ალისტერმა და ლუის დიასმა მოახერხეს და ბერნდ ლენოს საკმაოდ ეფექტური გოლები გაუტანეს.
ფულემმა ამ გამარჯვების შემდეგ 48 ქულა მოაგროვა, რითაც მე-8 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ლივერპულს, არნე სლოტის გუნდს ამ შეხვედრის შემდეგ 73 ქულა დარჩა.
ფულემი 3-2 ლივერპული
გოლები: 0-1 ალექსის მაკ ალისტერი 14', 1-1 რაიან სესენიონი 23', 2-1 ალექს ივობი 32', 3-1 როდრიგო მუნიზი 37', 3-2 ლუის დიასი 72'.
სხვა მატჩები:
ბრენტფორდი 0-0 ჩელსი
ტოტენჰემი 3-1 საუთჰემპტონი