პრემიერ ლიგის 23-ე ტურის ცენტრალური მატჩი დასრულდა. ეტიჰადზე შეკრებილმა მაყურებელმა მანჩესტერ სიტისა და ჩელსის საოცარი დაპირისპირება იხილა, სადაც გამარჯვება პეპ გუარდიოლას გუნდს დარჩა. "ქალაქელებმა" ლონდონელები მძიმე ბრძოლაში, 3-1 დაამარცხეს!
იმის მიუხედავად, რომ ანგარიში ჩელსიმ გახსნა, სიტიმ დააქამბექა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. სტუმართა მხრიდან გოლის გატანა ნონი მადუეკემ მოახერხა, ხოლო სიტიდან თავი იოშკო გვარდიოლმა, ერლინგ ჰოლანდმა და ფილ ფოდენმა გამოიჩინეს.
ამ გამარჯვების შემდეგ, მანჩესტერ სიტიმ 41 ქულა მოაგროვა და მე-4 პოზიციამდე აღზევდა. რაც შეეხება ენცო მარესკას გუნდს, ჩელსი 40 ქულით მე-6 პოზიციაზე დარჩა.