როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად საკლუბო ფეხბურთი სრულად ისვენებს და ფეხბურთელები სანაკრებო პაუზაზე თავიანთი ნაკრებების შეკრებაზე იმყოფებიან.
დღეს ღამით, პარიზში, პსჟ-ს მცველის, უილიამ პაჩოს სახლი გატეხეს. დილით, ეკვადორელი ფეხბურთელის დამლაგებელმა მისი სახლის ფანჯარა ჩამსხვრეული ნახა და მაშინვე პოლიციას შეატყობინა.
ამჟამინდელი ინფორმაციით, პაჩოს სახლიდან ნივთები წაღებული არ არის, თუმცა გამოძიება კვლავ მიმდინარეობს.
პაჩო ეკვადორის ნაკრებთან ერთადაა და უახლოეს დღეებში ორი თამაში აქვს ჩანიშნული - ჩილეს და ვენესუელას ნაკრებების წინააღმდეგ.