საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში საბერძნეთის ნაკრებს თერთმეტმეტრიანების სერიაში მოუგო და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოს ჰიმნი ევროპის ყველაზე მასშტაბურ საფეხბურთო ტურნირზე აჟღერდება.
სწორედ საქართველოს შთამბეჭდავი გამარჯვების აღსანიშნავად გამოიცა La Gazzetta dello Sport Georgia-ს პირველი გაზეთი, რაც მომავალშიც გაგრძელდება და ქართული სპორტის გამორჩეულ მომენტებს ბეჭდურ ვერსიაში გააერთიანებს.
ვიდრე ევროპა ქართულ ჰიმნს მოუსმენს და საქართველოს ნაკრების ტალანტების დრიბლინგით კიდევ ერთხელ აღფრთოვანდება, SMH Sports-ისა და La Gazzetta dello Sport Georgia-ს სამახსოვრო გაზეთის მიღება გულშემატკივარს 14 ივნისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით გალფის ბენზინგასამართ სადგურებსა და გალფის ბრენდირებულ მაღაზიებში, ასევე, Oktopus-ის, World Class Georgia-სა და Axis Towers Wellness Center-ის დარბაზებში შეუძლია. პუბლიკაციის ექსკლუზიური ხასიათის გამო, გაზეთი ხელმისაწვდომი იქნება შეზღუდული რაოდენობით.

გაზეთი არ არის სტატიებისა და ახალი ამბების კრებული, ეს არის ისტორიის ნაწილი, რომელიც ასახავს საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზას.
სამახსოვრო გაზეთი კიდევ ერთხელ გვახსენებს საამაყო ისტორიას, რომელიც შემდეგ თემებს მოიცავს:
26 მარტი - საქართველოს ნაკრების ტრიუმფი;
ვილი სანიოლის კომენტარი ისტორიული გამარჯვების შესახებ;
ევრო 2024-ზე საქართველოს 26-კაციანი შემადგენლობა;
სტიკერები - შეაგროვე ევროპის ჩემპიონატის ალბომი.

,,მოხარულები ვართ, რომ საქართველოში La Gazzetta dello Sport Georgia-ს პირველი ბეჭდური გაზეთი გაეშვა და ის სრულიად მიეძღვნა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ტრიუმფალურ გამარჯვებასა და ისტორიულ მიღწევას. ჩვენი ექსკლუზიური და სამახსოვრო გაზეთი არის გულწრფელი პატივისცემა ამ არაჩვეულებრივი ფაქტის მიმართ. ყველა არსევული მოგონების გაზეთში შენარჩუნებით, გულშემატკივარს ყოველთვის ემახსოვრება ეს საამაყო დღე,”- აღნიშნა ლაშა მაჭავარიანმა.
SMH sports-ისა და La Gazzetta dello Sports Georgia-ს სამახსოვრო გაზეთი არ არის მხოლოდ ეროვნული ნაკრების წარმატება, ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი, რომელიც საფეხბურთო წარმატებით ახალ ეტაპზე გადავიდა. ამ გამარჯვების შედეგად უკვე შეგვიძლია ევროპის 24 საფეხბურთო ქვეყნის გვერდით (რასაც მთელი ცხოვრება ვეძებდით და ვერ ვპოულობდით), ჩვენთვის ყველაზე საამაყო, ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი სიტყვა - GEORGIA ამოვიკითხოთ. ამიტომ ეს გაზეთი გამოხატავს, გაერთიანებული ქართველი ხალხის სიამაყესა და სიხარულს, ფეხბურთელების პატივისცემასა და გულშემატკივრების თავდადებას - ყველგან და ყოველთვის იყვნენ საქართველოსთან.








