პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თმაშებზე დღეს მედლისთვის ბრძოლას 2 ქართველი აგრძელებს. ვლადიმერ ჭინჭარაული 50 მეტრზე შაშხანიდან სროლაში (R9 კატეგორია) ფინალში იასპარეზებს. ქართველმა, 622.4 ქულა დააგროვა, 25 მონაწილეს შორის მე-6 ადგილი დაიკავა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალური ბლოკი თბილისის დროით, 17:00 საათზე დაიწყება.
ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანს, ქართველი რაპირით ფარიკაობის რეპეშაჟში ჩინელ კანგ შუს დაუპირისპირდება, გამარჯვების შემთხვევაში კი პრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
დღეს პარიზში ეტლით ფარიკაობაში (რაპირა) ნინო თიბილაშვილმა იასპარეზა, თუმცა რეპეშაჟში დამარცხდა.
პარიზში მიმდინარე პარალიმპიურ თამაშებზე, ამ დროისთვის საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე 3 მედალია, ჩემპიონი პარამძლეოსნობაში, ბირთვის კვრაში გიგა ოჩხიკიძე გახდა, ბრინჯაოს მედლები კი პარატაეკვონდოში ანა ჯაფარიძემ და ეტლით ფარიკაობაში (ხმალი) ნინო თიბილაშვილმა მოიპოვეს.
ქართველი პარასპორტსმენების ასპარეზობის განრიგი პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე
ანა ჯაფარიძემ პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა - გიგა ოჩხიკიძეს კუთვნილი ოქროს მედალი გადაეცა
ნინო თიბილაშვილმა პარალიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა



















