პარი სენ-ჟერმენის ბანაკიდან ახალი, საკმაოდ არასასიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება — როგორც ირკვევა, დეზირე დუეს ტრავმა საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა და ახალგაზრდა ფრანგი ფეხბურთელი რამდენიმე თვეს იუქმებს.
პირველად ინფორმაციით, 20 წლის შემტევი ნახევარმცველი მოედანზე დეკემბერში დაბრუნდება, ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი 2026 წლის იანვარში შეძლებს ვარჯიშის განახლებას.
შეგახსენებთ, დეზირე დუემ ტრავმა ლიგა 1-ის ბოლო ტურში, ლორიენთან მატჩში მიიღო, რა დროსაც ფეხის უკანა კუნთი დაიზიანა.








