პსჟ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა და მოქმედმა ოქროს ბურთის მფლობელმა უსმან დემბელემ პარიზთან გამართულ მატჩში ტრავმა მიიღო.
საფრანგეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში პსჟ პარიზს დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა. დემბელე 28-ე წუთზე შეცვალეს.
"დემბელემ მცირე ტრავმა მიიღო და გადავწყვიტეთ, შეგვეცვალა. ვფიქრობ, სერიოზული არაფერია და ყველაფერს დეტალურად ხვალ ვნახავთ", - განაცხადა ენრიკემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს პსჟ არსენალის წინააღმდეგ 30 მაისს გამართავს.








