დე როსი: "საუდის არაბეთში აუცილებლად დავბრუნდებით, აქ ხალხი ფეხბურთით ცოცხლობს"

"დაუვიწყარი გამოცდილება მივიღეთ. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ საკმაოდ შორ გზაზე მოგვიწია მგზავრობა. ჰაერში გავატარეთ დაახლოებით ექვსი საათი, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ რაიმე გვაქვს სანანებელი. ძალიან მომეწონა ის, თუ როგორი ტემპით ვითარდება საუდის არაბეთის ფეხბურთი, აქ ბევრი სიახლეა.
საუდის არაბეთში აუცილებლად დავბრუნდებით მომავალში და დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი დაგვხვდება. აქ ხალხი ფეხბურთით ცოცხლობს. შემხვდა რომას არაერთი ქომაგი, ბევრ მათგანს ჩვენი კლუბის საპატივცემულოდ ტატუებიც კი აქვთ გაკეთებული", - განაცხადა იტალიელმა.







