როგორც მოგეხსენებათ, თითქმის გადაწყვეტილია, რომ ახალი სეზონიდან იტალიელი სპეციალისტი ანტონიო კონტე ნაპოლის მთავარი მწვრთელი აღარ იქნება.
ამ ფაქტს ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი ანტონიო კასანო გამოეხმაურა და საინტერესო კომენტარი გააკეთა.
"ბევრი პრობლემის ფონზე, კონტეს ნაპოლი მეორე ადგილზე ქვემოთ არ ჰყოლია. არ დაგვავიწყდეს, რომ მას სულ ტრავმირებული ფეხბურთელები ჰყავდა და ამით გადიოდა ფონს. ვფიქრობ, თუ ის წავა, ან მილანში მივა, ან ეროვნულ ნაკრებში.
დე ლაურენტისს კი თუ გუნდში ჯოჯოხეთის მოწყობა უნდა ერთ რამეს ვურჩევ - მოიყვანოს ნაპოლიში ალეგრი. ალეგრიმ მილანი დაღუპა. დე ლაურენტის, მოახდინე სასწაული და მოიყვანე ალეგრი. ნახავ, რა ჯანდაბაც მოხდება მალე გუნდში.
იგივე განმეორდება, რაც რუდი გარსიას დროს. ამაზე ოქტომბერ-ნოემბერში ვისაუბრებთ, როცა ის უკვე ლივორნოში იქნება", - განაცხადა კასანომ.








