ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ტრიუმფის შემდეგ ესპანეთს მუნდიალიც მოაგებინა, ოქროს ბურთის 2026 წლის ფავორიტი დაასახელა.
გასაკვირი არაა, რომ დე ლა ფუენტემ ფავორიტად ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელი განიხილა.
"ბევრი ამბობს, რომ იამალს მსოფლიო ჩემპიოანტზე ღირებული არაფერი გაუკეთებია, თუმცა თუ ყველა მატჩს უყურებთ, ნახავთ, რომ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ წელს ოქროს ბურთს სწორედ იამალი მოიგებს, ის ამ ჯილდოს იმსახურებს", - განაცხადა დე ლა ფუენტემ.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია 27 ოქტომბერს, ლონდონში გაიმართება.













