ბუნდესლიგის 2025/2026 წლების სეზონის გახსნით მატჩში მიუნხენის ბაიერნმა ლაიფციგი 6:0 გაანადგურა. მოქმედი ჩემპიონების მხრიდან სამი ბურთი შეაგდო ჰარი კეინმა, თანაც სულ რაღაც 13 წუთში. მის გარდა, რედ ბულის კარი 2-ჯერ აიღო მაიკლ ოლისემ და ერთხელაც ლუის დიასმა.
ეს იყო კოლუმბიელი გარემარბის პირველი გოლი "რეკორდმაისტერის" მაისურით. აქვე დავამატებთ, მოქმედი ჩემპიონების უახლოესი მეტოქეები იქნებიან აუგსბურგი, გიორგი გოჩოლეიშვილის ჰამბურგი და ჰოფენჰაიმი.
ბაიერნი 6:0 ლაიფციგი
გოლები: 1:0 მაიკლ ოლისე 27', 2:0 ლუის დიასი 32', 3:0 მაიკლ ოლისე 42', 4:0, 5:0, 6:0 ჰარი კეინი 64', 74', 77'.






![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)





