დარვინ ნუნიესის ბოლო წამზე გატანილი გოლი და მნიშვნელოვანი 3 ქულა!

90 წუთის განმავლობაში, მერსისაიდულმა გუნდმა ნუნო ეშპირიტო სანტოსის შეგირდებს საინტერესო ვერაფერი შესთავაზა. სტუმართა მხრიდან ყველაზე მეტად ლუის დიასი აქტირუობდა, თუმცა კოლუმბიელ შემტევს სხვებმა მხარი ვერ აუბეს.
მეორე მხრივ, უსაქმოდ არც მასპინძელი გუნდი ყოფილა - ჰადსონ ოდოის და ელანგას სწრაფ შეტევებს ლივერპულის დაცვა და მეკარე გაჭირვებით უმკლავდებოდა.
სიტი გრაუნდზე, თითქოს, ყველაფერი უგოლო ფრისკენ მიდიოდა, თუმცა კლოპის გუნდმა მატჩის ბოლო წამზე წინ გასვლა მაინც მოახერხა. ნოტინგემის საჯარიმოში დიდ არეულობას, მაკ ალისტერის პასი და დარვინ ნუნიესის გოლი მოჰყვა! კლოპის გუნდმა უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა.







