პრემიერ ლიგის 36-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა, სადაც მანჩესტერ სიტიმ ბრენტფორდს უმასპინძლა.
მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი დაპირისპირება იხილა, სადაც პეპ გვარდიოლას გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
"ქალაქელებმა" ამ გამარჯვებით 74 ქულა მოაგროვეს, რითაც არსენალთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს.
მანჩესტერ სიტი 3-0 ბრენტფორდი
გოლები: 1-0 ჟერემი დოკუ 60', 2-0 ერლინგ ჰოლანდი 75', 3-0 ომარ მარმუში 90+2'.
მატჩის მიმოხილვა








