პრემიერ ლიგის მორიგი მატჩი MKM სთედიუმზე გაიმართა, სადაც ჩემპიონშიპიდან დაწინაურებულმა ჰალ სიტიმ მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა.
მაყურებლებმა სეზონის პირველი სენსაცია იხილეს — ჰალ სიტიმ მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა. ფაქტია, მაიკლ კერიკის გუნდი ახალ სეზონს ძალიან ცუდ ფორმაში ხვდება.
ჰალ სიტი 2-0 მანჩესტერ იუნაიტედი
გოლები: 1-0 სემი აიაი 17', 2-0 ნობელ მენდი 38'.











