ევროპა ლიგის ახალი სეზონი ოფიციალურად დაიწყო! მაყურებლებმა პირველ სათამაშო დღეს რამდენიმე საინტერესო მატჩი იხილეს, თუმცა ცენტრალური დაპირისპირება უდავოდ სან სიროზე გაიმართა, სადაც მილანმა ბენფიკას უმასპინძლა.
პორტუგალიურმა კლუბმა 90 წუთის განმავლობაში ძალიან კარგი პერფორმანსი აჩვენა და მეტოქეს თითქმის ყველა კომპონენტში აჯობა.
საბოლოო ჯამში, სტუმრებმა პირველი 3 ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში დაწინაურდნენ.
მილანი 0-2 ბენფიკა
გოლები: 0-1 დოდი ლუკებაკიო 16', 0-2 იაკუბ კამინსკი 53'.
სხვა მატჩების შედეგები:
არარატ-არმენია 1-4 სპარტა პრაღა
ომონია 1-0 სელტა ვიგო
ანდერლეხტი 1-2 ლიონი
ლევერკუზენი 2-0 ცელიე
ოლიმპიაკოსი 2-1 იაგელონია
სანდერლენდი 1-0 ალკმაარი
შტურმი გრაცი 0-0 რენი
აპოელ ბეერ შევა 0-0 დინამო ზაგრები











