როგორც უკვე მოგახსენეთ, კვარახცელიას ნეაპოლში დროულად ჩასვლა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მოთხოვნა იყო, რათა მას პირადად გასაუბრებოდა.
ვარჯიშის წინ, კოტესა და კვარას შორის საუბარი შედგა. იტალიელმა სპეციალისტმა ქართველს აუხსნა, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მას გუნდისთვის. შეტევის ძირითადი მონახაზი ახალ სეზონში კვარაზე იქნება აგებული.
აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს კონტრაქტის გახანგრძლივებაზეც, რაც უშუალოდ დირექტორისა და პრეზიდენტის ინტერესებში შედის.
პირველივე ვარჯიში კვარაცხელიასთვის დამღლელი იყო. კონტე ევროპაში იმით გამოირჩევა, რომ ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას აქცევს და ასე ვთქვათ, დამღლელი ვარჯიშები აქვს.
კვარაცხელია კონტეს ამ მიდგომებს ნელ-ნელა შეეჩვევა. გასარკვევი კიდევ ბევრი რამა არის. მაგალთად ის, ვისთან ერთად შეუტევს წინა ხაზში კვარა. ოსიმენის მომავალი გაურკვეველია, კონტე ლუკაკუს შეძენასაც აპირებს.
მოგეხსენებათ, ახალ სეზონში ნაპოლი ევროტურნირებზე არ ითამაშებს, ამიტომ გუნდი მთლიანად იტალიის ჩემპიონატზე იქნება გადართული.









