2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, შოტლანდიამ ჰაიტი 1-0 დაამარცხა და დაგეგმილი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში.
შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველ ტაიმში გავიდა — 28-ე წუთზე თავი ჯონ მაკგინმა გამოიჩინა და შოტლანდიამ მუნდიალი გამარჯვებით გახსნა.
ჰაიტი 0-1 შოტლანდია
გოლი: ჯონ მაკგინი (28')
მეორე ტურში შოტლანდია მაროკოს დაუპირისპირდება, ხოლო ჰაიტი ბრაზილიას შეხვდება.











