პრემიერ ლიგის 31-ე ტურის გამოტოვებული მატჩი ეტიჰად სთედიუმზე გაიმართა, სადაც მანჩესტერ სიტიმ კრისტალ პალასს უმასპინძლა.
მაყურებელმა პეპ გვარდიოლას გუნდის ტოპ პერფორმანსი იხილა — "ქალაქელებმა" კრისტალ პალასს ყველა კომპონენტში აჯობეს და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვეს.
მანჩესტერ სიტიმ ამ გამარჯვების შემდეგ 77 ქულა მოაგროვა, რითაც ლიდერ არსენალთან ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.
მანჩესტერ სიტი 3-0 კრისტალ პალასი
გოლები: 1-0 ანტუან სემენიო 32', 2-0 ომარ მარმუში 40', 3-0 სავინიო 83'.
მატჩის მიმოხილვა








