პრემიერ ლიგის 28-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი ენფილდზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა ლივერპული-საუთჰემპტონის დაპირისპირება იხილა. არნე სლოტის გუნდი ამ შეხვედრას ფავორიტის სტატუსით შეხვდა და მორიგი, დაგეგმილი 3 ქულაც მოიპოვა. ლივერპულმა საუთჰემპტონი საკმაოდ მარტივად, 3-1 დაამარცხა.
სტუმარი გუნდიდან გოლის გატანა უილიამ სმოლბოუნმა მოახერხა, ხოლო ლივერპულიდან თავი დარვინ ნუნიესმა და მო სალაჰმა გამოიჩინეს. ამ უკანასკნელმა მეტოქეს დუბლი შეუსრულა.
ლივერპულმა ამ გამარჯვების შემდეგ 70 ქულა მოაგროვა და პრემიერ ლიგის ტიტულს კიდევ უფრო მიუახლოვდა. რაც შეეხება საუთჰემპტონს, ივან იურიჩის გუნდი ჩემპიონშიპში გასავარდნადაა განწირული. "წმინდანები" 9 ქულით, ბოლო, მე-20 პოზიციაზე იმყოფებიან.