პრემიერ ლიგის 37-ე ტურის მორიგი მატჩი ემირეითს სთედიუმზე გაიმართა, სადაც მაყურებელმა არსენალი-ბარნლის დაპირისპირება იხილა.
მიკელ არტეტას გუნდმა საკმაოდ სუსტ მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
"მეთოფეებს" ამ გამარჯვების შემდეგ 82 ქულა მოუგროვდათ და თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ ლონდონურ კლუბს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს!
არსენალი 1-0 ბარნლი
გოლი: 1-0 კაი ჰავერცი 37'.
მატჩის მიმოხილვა








