პრემიერ ლიგის 35-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი ემირეითს სთედიუმზე გაიმართა, სადაც არსენალმა ფულემს უმასპინძლა.
მიკელ არტეტას გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და სრულიად დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
"მეთოფეებმა" ამ გამარჯვებით 76 ქულა მოაგროვეს, რითაც პირველი ადგილი გაიმყარეს, თუმცა ისიც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ მანჩესტერ სიტის ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.
არსენალი 3-0 ფულემი
გოლები: 1-0 ვიქტორ იოკერესი 9', 2-0 ბუკაიო საკა 40', 3-0 ვიქტორ იოკერესი 45+4'.








