იტალიის სერია ა-ს მე-7 ტურში, მოქმედი ჩემპიონი, ნაპოლი ტორინოს ესტუმრა და მინიმალური ანგარიშით, 1-0 დამარცხდა.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 32-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ გაიტანა და ტორინოს 3 ქულა მოუპოვა. აღსანიშნავია, რომ 94-ე წუთზე ნოა ლანგმა გაათანაბრა, თუმცა, ვიდეო რეფერიმ თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.
ტორინო 0-1 ნაპოლი
გოლი: 1-0ჯოვანი სიმეონე (32')
7 მატჩის შემდეგ, ნაპოლის 15 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება, ხოლო ტორინო 8 ქულით მე-13 ადგილზე გადავიდა. მომდევნო ტურში ნეაპოლელები ინტერს უმასპინძლებენ, ხოლო ტურინელები ჯენოას ესტუმრებიან.




![[VIDEO] პეპს უფრო და უფრო ემსგავსება - მარესკამ გუარდიოლასგან კიდევ ერთი თვისება აიღო](/_next/image?url=https%3A%2F%2Fge-gz-uploads-471112570717-eu-central-1-an.s3.eu-central-1.amazonaws.com%2Fuploads%2Fposts%2FUXKewH8qSoOsPv8uyjZZEsG9OoCHiwgY.png&w=3840&q=75)







