პრემიერ ლიგის 31-ე ტურში, ვესტ ჰემმა საკუთარ კედლებში ტოტენჰემს უმასპინძლა. ამ შეხვედრას გუნდები ერთმანეთისგან განსხვავებულ ხასიათზე შეხვდნენ. მოიესის გუნდმა ბოლო ტურში ნიუკასლთან მძიმე მარცხი განიცადა, პოსტეკოგლუს გუნდმა კი ლუთონთან დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა.
90 წუთის განმავლობაში გუნდებმა ბევრი სახიფათო მომენტი შექმნეს, თუმცა მხოლოდ ორი გატანილი გოლი ვიხილეთ.
ჯერ სტუმრებმა მოახერხეს წინ გასვლა, კერძოდ ვერნერის პასით ჯონსონმა შეძლო გოლის გატანა, შემდეგ კი მალევე "ჩაქუჩების" გამათანაბრებელი გოლი ვიხილეთ - ბოუენის კუთხურს ზუმას გოლი მოჰყვა.
ამ შეხვედრის შემდეგ ვესტ ჰემმა 45 ქულა მოაგროვა, ტოტენჰემმა კი - 57. ორივე ეს გუნდი ევროტურნირებზე მოსახვედრად იბრძვის. მოიესის გუნდი მე-7 პოზიციაზეა, პოსტეკოგლუს გუნდი კი - მეხუთეზე.
5 დეკემბერს, ნიკა საბანაშვილს უნდა ჰქონოდა ბრძოლა მაგდი ამაჩოვთან, თუმცა ამ უკანასკნელმა ივენთის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ჩხუბზე უარი განაცხადა. La Gazzetta Dello Sport Georgia დაუკავშირდა ქართველ მებრძოლს და მასთან ჩაწერა ინტერვიუ, რომელიც დაღესტნელ მოწინააღმდეგესთან ჩხუბის გა…
სერია ა-ს მე-12 ტურში მილანის ინტერი ესტუმრა ბერგამოს ატალანტას, რომელთანაც უხვგოლიან მატჩში ითამაშა ფრე, ანგარიშით 4:4. აღსანიშნავია, რომ "ნერაძური" 2-ჯერ იგებდა 2-ბურთიანი სხვაობით, მაგრამ "ლა დეამ" საბოლოოდ 1 ქულის გადარჩენა მაინც შეძლო. ატალანტა 4:4 ინტერი გოლები: 0:1, 0:2, 1…
იტალიის სერია A-ს მე-12 ტურში მილანმა საკუთარ მოედანზე ფროსინონეს უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 5:1 დაამარცხა. მასპინძლებმა შეხვედრა შესანიშნავად დაიწყეს და უკვე მე-4 წუთზე გაბრიელე კალვანის ავტოგოლით დაწინაურდნენ. მე-19 წუთზე გონსალუ რამუშმა სხვაობა ორამდე გაზარდა, თუმცა 25-ე წ…
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ლივერპულმა მანჩესტერ იუნაიტედს უმასპინძლა და მეტოქეს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. შეხვედრის მე-8 წუთზე მსაჯმა მოედნიდან ლენი იორო გააძევა და სტუმრები 10 კაცით დარჩნენ. მე-10 და მე-13 წუთებზე კი მანჩესტერ იუნაიტედის კარი დომინიკ სობოსლაიმ და ფლორიან ვ…
ფეხბურთელთა საერთაშორისო ასოციაციამ (FIFPRO) ბაიერნის ხელმძღვანელობა ჯამალ მუსიალასთან დაკავშირებული საჯარო განცხადებების გამო გააკრიტიკა. საქმე გერმანელი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის კონტრაქტს ეხება. 23 წლის შემტევმა ზაფხულში, რამდენიმე დღის ინტერვალით, ორჯერ და…
ლა ლიგის მე-13 ტურში ბარსელონამ საკუთარ კედლებში ვილიარეალი ანგარიშით 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 57-ე წუთამდე მასპინძელი კატალონიელები აგებდნენ 0:2-ს, მაგრამ შემდეგ, ქამბექი შემოგვთავაზეს. "ყვითლების" მხრიდან 86 წუთი ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ, მაგრამ შედეგიანი მოქმედება მას…
ალექსანდრე თოფურია განცხადებას ავრცელებს: "პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ღმერთს ყველაფრისთვის, როგორც გამარჯვებისას, ისე მარცხისას.არსებობს ისეთი რამ, რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა და ზოგჯერ იმ მომენტში შეუძლებელია მისი გამოსწორება. ზუსტად ეს დამემართა გუშინ ღამით. ბრძოლის პ…