იტალიის ჩემპიონატში საინტერესო და დაძაბული შეხვედრა გაიმართა ნაპოლისა და ვერონას შორის, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 2:1 დასრულდა.
პირველ ნახევარში ნეაპოლელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ. გამორჩეული მოთამაშე კი კვარაცხელია იყო, რომელსაც ორი რეალური მომენტი ჰქონდა, თუმცა ორივე ჯერზე მეკარემ აჯობა.
72-ე წუთზე ვერონა დაწინაურდა, თუმცა გაშვებული გოლიდან 7 წუთში ნეაპოლელებმა წონასწორობა აღადგინეს და თამაში კიდევ უფრო დაძაბეს.
ნაპოლის მხსნელად კვლავ ქართველი მოევლინა, რომელმაც 87-ე წუთზე ულამაზესი დარტყმით აიღო ვერონას კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.