გუშინ ღამით მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა სამხრეთ ამერიკაში, სადაც მაყურებელმა საინტერესო დაპირისპირებები იხილა. სენსაციურად ბრაზილიამ და არგენტინამ თავიანთი მატჩები ვერ მოიგეს — "სელესაომ" ვენესუელას ვერ მოუგო, ხოლო "ალბისელესტემ" პარაგვაისთან წააგო. კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა ეკვადორში, სადაც მასპინძელმა გუნდმა ბოლივია მარტივად დაამარცხა.
ვენესუელა 1:1 ბრაზილია
ესტადიო მონუმენტალ დე მატურინზე შეკრებილმა მაყურებელმა საკმაოდ დაძაბული და სანახაობრივი მატჩი იხილა, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ვენესუელას მხრიდან თავის გამოჩენა ტელასკო სეგოვიამ მოახერხა, ხოლო ბრაზილიიდან გოლი რაფინიამ გაიტანა, რომელიც საოცარ ფორმაშია. მატჩის 62-ე წუთზე, პენალტის გატანა ვერ მოახერხა ვინისიუს ჟუნიორმა.
11 ტურის შემდეგ, ბრაზილიას 17 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ხოლო რაც შეეხება ვენესუელას, ფერნანდო ბატისტას გუნდი, მე-7 პოზიციამდე აღზევდა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა
პარაგვაი 2:1 არგენტინა
"ალბისელესტეს" სენსაციური მარცხი! ლიონელ სკალონის გუნდი მძიმე ბრძოლაში დამარცხა და კოლუმბიას ცხრილში დაწევის საშუალება მისცა.
იმის მიუხედავად, რომ არგენტინა ლაუტარო მარტინესის გოლით იგებდა, პარაგვაიმ დააქამბექა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ალფაროს გუნდის მხრიდან თავი ანტონიო სანაბრიამ და ომარ ალდერეტემ გამოიჩინეს. არგენტინა 22 ქულით, პირველ პოზიციაზე რჩება, პარაგვაი კი 16 ქულით, მე-6 პოზიციამდე აღზევდა.
იხილეთ მატჩის მიმოხილვა:
ეკვადორი 4:0 ბოლივია
ბეკაჩეჩეს გუნდი ამ მატჩს ფავორიტის სტატუსით შეხვდა, რაც საბოლოო ჯამში ანგარიშშიც აისახა. მასპინძელმა გუნდმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობა და მარტივი გამარჯვებაც მოიპოვა.
ეკვადორის მხრიდან თავის გამოჩენა ენერ ვალენსიამ, ალან მინდამ და გონსალო პლატამ მოახერხეს. ამ უკანასკნელმა მეტოქეს დუბლი შეუსრულა. ეკვადორი ამ გამარჯვების შემდეგ მე-5 პოზიციაზე გადავიდა, რაც შეეხება ბოლივიას, ვილეგასის გუნდი მე-8 პოზიციაზე დარჩა.
კრიშტიანუ რონალდუ ლიონელ მესის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და არგენტინელ ვარსკვლავს სოციალურ ქსელში, Instagram-ის პოსტზე კომენტარი დაუწერა. „ლეო, ამდენი წლის განმავლობაში შენი ქვეყნის ღირსებას იცავდი და ისტორიას ქმნიდი, რომელიც სამუდამოდ დარჩება. ჩემი უდიდესი პატივისცემა შენ იმი…
ლიონელ მესი ბოლო სანაკრებო მატჩის შემდეგ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. "გუშინ ჩემი ბოლო მატჩი ვითამაშე და უკვე მენატრება ცისფერი და თეთრი მაისურის ჩაცმა. ვიცი, რომ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. ეს იყო წარმოუდგენელი გზა, სავსე სიხარულითა და გარკვეული სევდითაც, მაგრამ ზუსტად ვიცი,…
აზერბაიჯანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ტატო გრიგალაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა და კარიერაში მეოთხედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. დაჯილდოვების ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ქართველმა ძიუდოისტმა კომენტარი გააკეთა. "ბედნიერი და ამაყი ვარ იმ ფაქტით, რომ კიდევ ერთხელ შევძელი ჩემი გუ…
ყოველი თვის ბოლოს, LaGazzetta X Goal.ge ეროვნული ლიგის გამორჩეულ გოლებს შემოგთავაზებთ, საიდანაც საუკეთესო უნდა აარჩიოთ. სექტემბრის თვის საუკეთესო გოლის ჯილდოსთვის გიორგი ხარაიშვილი, გიგა სამხარაძე, ლევან გეგეჭკორი, ლუკა პარკაძე და გიორგი არაბიძე იბრძვიან. ხმის მიცემა დაწყებულია დ…
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. -81 კგ წონით კატეგორიაში ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი გახდა - ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში მასპინძელი ცკაევი დაამარცხა და კარიერაში მე-4 ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლი…
ჟორჟე ჟეზუსისა და კრიშტიანუ რონალდუს კონფლიქტს არაერთი ცნობილი სახე გამოეხმაურა. თავისი მოსაზრება დააფიქსირა ლისაბონის ბენფიკას ლეგენდარულმა ვინგერმა, ანტონიო სიმოეშმაც, რომელმაც ალ ნასრის ამჟამინდელი კაპიტანი მწვავედ გააკრიტიკა. "ნუ ეთანხმებით რონალდუს, ის არასწორია. რატომ უნდა…
ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრა ჩრდ.ირლანდიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის, უგოლოდ დასრულდა. ჩვენი ნაკრების არ წაგებაში დიდი წვლილი გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა, რომელმაც მოგერიებული პენალტის გარდა, რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. აღნიშნულ მატჩში მამარდაშვილმა…