საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს დღეს ფიჯის წინააღმდეგ გამართავს.
შეხვედრა ქეიფთაუნის „სითი პარკზე“ 15:00 საათზე დაიწყება.
უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელივიტო კოლელიშვილმა დღევანდელ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა:
„ვფიქრობ, საქართველოში ნაყოფიერი მზადება გავიარეთ და ყველა იმ კომპონენტზე ვიმუშავეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა. სამხრეთ აფრიკაშიც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვფიქრობ, ფიჯისთან სათამაშოდ მზად ვართ, დანარჩენი კი გამოჩნდება.
ფიჯი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მათ უყვართ ბურთით არასტრუქტურული თამაში და ეს განსხვავებული გამოცდილება იქნება. აქედან გამომდინარე, ვეცდებით მეტოქეს სტრუქტურული და დაბალანსებული თამაში დავუპირისპიროთ. დიდი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასახული მონახაზი მაღალი ხარისხით შევასრულოთ“.
უმცროს ბორჯღალოსნების კაპიტანი ფიჯისთანლუკა ნარსიაიქნება:
„გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა. სამხრეთ აფრიკაში 4 დღის წინ ჩამოვედით და ადაპტაცია გავიარეთ. ასევე გავაანალიზეთ ფიჯის ძლიერი და სუსტი მხარეები. შედეგად, მაქსიმალურად ვეცდებით მათ ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ჩვენი მიზანია, რომ სამხრეთ აფრიკაში ყველა თამაში მოვიგოთ და ასევე, გამოვავლინოთ ის კომპონენტები, რაზეც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა ვიმუშაოთ“.








