პარიზში კილიან მბაპეს გარეშე ცხოვრებას იწყებენ. ლუის ენრიკესთვის ფეხბურთელი შეუცვლელი აღარ არის. ბოლო ტურში, პსჟ - რენის შეხვედრაში, 25 წლის ფრანგი 65-ე წუთზე შეცვალეს, რაც ბევრისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო. მბაპეს ადგილას კი მოედანზე გონსალო რამოში შევიდა, რომელმაც მატჩის მიწურულს ანგარიშის გათანაბრება მოახერხა.
მატჩის შემდეგ, ლუის ენრიკემ მბაპეზე ისაუბრა:
"გუნდში ჯანსაღი კონკურენციაა საჭირო, ყველა მოთამაშემ უნდა დაიმსახუროს თავისი სათამაშო დრო. აღფრთოვანებული ვარ ჩემი ფეხბურთელების დამოკიდებულებით, მაგრამ თუ ვინმე ფიქრობს, რომ რომელიმეს დაჩაგვრა მსურს და ნაკლები დროის მიცემა, ეს ასე არაა. ჩემს ფეხბურთელებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს."