დრამატუმ მატჩში ინგლისის დამარცხების და მუნდიალის ფინალში გასვლის შემდეგ, არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ კომენტარი გააკეთა.
"სიტყვები არ მყოფნის, უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის. ეს დიდი სიხარულია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. წინა დღესაც ვთქვი, რომ ეს გუნდი გაოცებას არასდროს წყვეტს. ფინალში გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ და მოედანზე ბოლომდე დავიხარჯებით."
"ძალიან რთულია ხალხს გააგებინო ის, რასაც ეს მოთამაშეები მოედანზე აჩვენებენ. ეს წარმოუდგენელია. ჩვენ მართლაც უნიკალურები ვართ და ეს ამპარტავნება არ არის, ეს გულიდან მოდის. მართლა უნიკალურები ვართ. დღეს ამ ხალხმა გამარჯვებამდე მიგვიყვანა, რისთვისაც მათი უზომოდ მადლობელი ვარ“ — ლიონელ სკალონი.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩი, სადაც ერთმანეთს არგენტინა და ესპანეთი დაუპირისპირდებიან 19 ივლისს გაიმართება.












