ჩუამენი: "მბაპე რეალში? ჩემთვის არაფერი უთქვამს"

"მბაპე რეალში? არ ვიცი, ჩემთვის არაფერი უთქვამს და რომც ეთქვა, მაინც არ გეტყოდით. ამ თემაზე გასახდელში ვსაუბრობთ ხოლმე და იმედია მომდევნო კვირებში ყველაფერი გაირკვევა" - განაცხადა ფრანგმა ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ პსჟ-ს ახალ კონტრაქტზე უარი უთხრა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეალთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. მას პარიზულ კლუბთან ხელშეკრულება ზაფხულში უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება.








