"ჩემს არყოფნაში, ბარსელონას საკუთარ მხრებზე თრევა მესის უწევდა", - იბრაჰიმოვიჩი

კატალონიელთა თავდამსხმელს განმეორებითი შეხვედრის გამოტოვება მოუწია და სწორედ ამ ფაქტის შემდეგ გადაწყვიტა მან არგენტინელ შემტევთან საუბარი. "ლურჯ-ბროწეულისფრების" ყოფილი მე-9 ნომერი იხსენებს: "მესისთან მივედი და ვუთხარი, დღეს შენ მოგიწევს ბარსას საკუთარ მხრებზე თრევა, რადგან მე ტრავმირებული ვარ.
პირველ შეხვედრაში მე შევასრულე დუბლი და ახლა შენი ჯერია. საქმე ბოლომდე მიიყვანე! ლიონელმა გაიგო რასაც ვგულისხმობდი, მან არსენალს პოკერი შეუსრულა. მატჩის დასრულების შემდეგ, არგენტინელ შემტევთან მივედი და ვუთხარი, გილოცავ, დღეს, ზლატანზე უკეთესი იყავი", - იხსენებს 43 წლის ყოფილი ფორვარდი.









