8 ტურის შემდეგ, შედგება სატურნირო ცხრილი, რომლის მიხედვით გამოვლინდება მერვედფინალისტთა ვინაობა. ლიგის საუკეთესო 8 კლუბი პლეიოფში გავა, ხოლო 9-24 ადგილოსანი გუნდები, დაწყვილდებიან და ორმატჩიან დუელში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ასე გამოვლინდება 8 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც მერვედფინალისტებს შეუერთდებიან.
ზუსტად იგივე ცვლილებები შეეხება ევროპა ლიგასა და კონფერენს ლიგას, თუმცა მხოლოდ ერთი განსხვავებით — ევროპა ლიგაზე გუნდები 8-8 მატჩს ჩაატარებენ, კონფერენს ლიგაზე კი 6-6 შეხვედრას.
რაც შეეხება დამატებით 4 ადგილს: 2 ადგილს მიიღებს ის ორი ქვეყანა, რომლებსაც წინა სეზონში საუკეთესო შედეგები ექნებათ ევროთასებზე. კიდევ ერთი ადგილს მიიღებს, უეფას რეიტინგში მე-5 ადგილზე მყოფი ქვეყნის, საფეხბურთო ლიგის მესამეადგილოსანი, ხოლო ბოლო, მე-4 დამატებითი ადგილი ე.წ "ჩემპიონთა გზით" გაირკვევა.
გათამაშება დაიწყება 1-ელი კალათით და რიგრიგობით ყველა გუნდს დაენიშნება რვა მოწინააღმდეგე ერთმანეთის მიყოლებით და ასე გაგრძელდება ყველა კალათაში, სანამ ყველა გუნდის მეტოქე არ გაირკვევა. პროგრამული უზრუნველყოფა იძლევა იმის გარანტიას, რომ რაიმე სახით არ მოხდება ერთი ქვეყნის წარმომადგენლებთან დაპირისპირება და არაუმეტეს ორი მოწინააღმდეგე ერთი და იმავე ქვეყნიდან.
მიუხედავად იმისა, რომ გუნდები კენჭისყრის ბოლომდე გაარკვევენ ყველა მეტოქეს, მატჩების თარიღები და დროები შემუშავებული იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ, რათა არ გადაიტვირთოს კალენდარი ევროპა ლიგის გუნდებთან და ამავე ქალაქებში მოთამაშე კონფერენს ლიგის გუნდებთან.








